„ველო მარგია, ველო კარგია!“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში, პროექტის „ველო მარგია, ველო კარგია!“ფარგლებში ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, შესახებ სემინარი ჩატარდა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სემინარს ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, მოწვეული უცხოელი ველო მოყვარულები დამედიის წარმომადგენლები.

სემინარზე პრეზენტაციის პარალელურად, ნაჩვენები იყოს სხვადასხვა ვიდეო-რგოლები ველოსიპედით სარგებლობის შესახებ და მოკლე მეტრაჟიანი ფილმი თბილისის ველო ცხოვრებაზე.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ველო მარგია, ველო კარგია!"ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.