„სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ტელეკომპანია „აჭარა“-ს პირდაპირ ეთერში

13 ივლისს, ფონდის „პარტნიორობსა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ საბჭოს თავჯდომარე გელა კვაშილავა და ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის პაატა დუმბაძე ტელეკომპანია „აჭარის“ დილის გადაცემაში „დილის ტალღა“ მიიწვიეს. გადაცემის ძირითადი თემა კამპანია „მწვანე საათი ბათუმში“ იყო, რომელიც ბათუმში პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ფარგლებში იმართება.

ასევე საუბარი იყო ჰაერის ხარისხზე, ჰაერის დაბიძნურების დონეზე, ავტო დაზღვევასა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმებაზე. გადაცემას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა.

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან „ელვა“ და „ეკო ხედვა“, და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს კამპანიას“ სუფთა ჰაერი საქართველოს“. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.