პროექტი - სუფთა ჰაერი საქართველოსთვის

ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ორგანიზაციებთან „ეკოვიჟენი“ და „ელვა“ თანამშრომლობით, დაიწყო ახალი პროექტი  „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“. პროექტის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ადვოკატირებისა და მონიტორინგის კამპანიეების საშუალებით,  საქართველოს ქალაქებში ჰაერი გავხადოთ სუფთა და ჯანმრთელი.   პროექტის კონკრეტული ამოცანაა ჰაერის ხარისხის საზოგადოებრივი მონიტორინგი, ხარჯ-ეფექტურობის მონიტორინგი საქართველოში.  პროექტი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, როგორიცაა  სკოლებში ეკო კლუბების შექმნა,  ბავშვების ჩართვა ჰაერის ხარსხის მონაცემების შეგროვების პროცესში და ჰაერის ხარისხის საზომი სენსორების დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქში, საიდანაც ავტომატურ რეჟიმში მივიღებთ ინფორმაციას და აისახება მონაცემთა ბაზაში.  პროექტის ფარგლებში შეძენილია 80 ჰაერის ხარისხის საზომი სენსორი. სენსორების უმეტესობა უკვე დამონტაჟებულია. ჰაერის ხარისხის საზომი სენსორები განაწილებულია მთელ საქართველოში და მათი საშუალებით იზომება ჰაერის დაბინძურების ხარისხი.  ონლაინ რუქაზე და საიტზე მუშაობა დასრულებულია. რუქაზე ასახულია კონკრეტულ ადგილზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი  და მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ თუ რამდენადაა ჰაერი დაბინძურებული და რამდენად აღემატება დაბინძურება დასაშვებ ნორმას. მალე საზოგადოებაში გავავრცელებთ  ახლახანს დამზადებულ საინფორმაციო ვიდეოს  ჰაერის ხარისხის, ეკო-ცხოვრების და პროექტის შესახებ. დამზადდება სატელევიზიო და რადიო რეკლამები, რომლებიც გავრცელდება სხვადასხვა ტელევიზიისა და რადიოს ეთერით.

http://www.myvideo.ge/v/2387023
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.