ქართული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

2012 წლის 16-დან 22 აპრილის ჩათვლით ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ ტარტუს ესტუმრნენ. ვიზიტი პროექტის "საგზაო მოედნების მშენებლობა ქართველი მოსწავლეებისათვის ესტონეთის მაგალითზე" ფარგლებში მიმდინარეობდა. ქართულ დელეგაციას ქალაქ ტარტუს პრეფექტურის პოლიციამ უმასპინძლა.
პროექტი "საგზაო მოედნების მშენებლობა ქართველი მოსწავლეებისათვის ესტონეთის მაგალითზე" 2011 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. პირველი საზაო უსაფრთხოების ცენტრის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება პრაქტიკული ტრეინგების საშუალებით, დავარწმუნოთ სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ყურადღება მიაქციონ საგზაო უსაფრთხოების სწავლების საჭიროებას სკოლებში,  და მოხდეს ველოსიპედების პოპულარიზაცია.
საგზაო უსაფრთხოების მოედნის მშენებლობა დასრულდება 2012 წლის მაისში.  მოედანი აშენდება ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და მის მიმდებარე ბაღის ტერიტორიაზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.