ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროფესიული საგზაო უსაფრთხოების კურსს დაესწრო

26 დან 29 ნოემბრის ჩათვლით, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა და ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია ლონდონში იმყოფებოდნენ, სადაც პროფესიული საგზაო უსაფრთხოების კურსს დაესწრნენ.
კურსის მიზანი იყო მონაწილეებს აემაღლებინათ ცოდნა და გაეუმჯობესებინათ უნარები პროფესიული საგზაო უსაფრთხოების კუთხით ისეთ თემებზე, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოების მართვის ძირითადი ელემენტებისა და მართვის მეთოდების გაგება, ფინანსური მონაცემების მონიტორინგი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის და სხვა. დიპლომირებული კურსი შეიცავდა სალექციო პრეზენტაციებს, სასწავლო მაგალითების განხილვას, ვიდეო მასალების ჩვენებას, ჯგუფურ დისკუსიებს, ექსპერტთა შეფასებებსა და ჯგუფურ დავალებებს.
პირველი საგზაო უსაფრთხოების კურსში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია EASST-ის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, საბერძნეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.