საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

17 ოქტომბერს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე  ფლორიან გუბლერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ბავშვებს მობილური ბიბლიოთეკის საშუალებით ჩაუტარდათ სახალისო გაკვეთილი საგზაო უსაფრთხოების შესახებ, დაურიგდათ წიგნები და სხვა საგანმანათლებლო მასალები ფონდის მიერ. სამახსოვრო საჩუქრები ბავშვებს შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ფლორიან გუბლერმაც გადასცა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა 50 ძირი ხის დარგვა, რაც საფუძვლად დაუდებს "აფხაზეთის სკვერის" შექმნას.
ღონისძიება იმართება პროექტის "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.