საგზაო უსაფრთხოების სწავლება ბორჯომში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

25 ოქტომბერს ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა. ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო გაკვეთილი სასწავლო ფილმების მეშვეობით საგზაო უსაფრთხოების შესახებ. აქტივობა განხორციელდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და  საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობით.
ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ბავშვებსა და სკოლას  საგზაო უსაფრთხოების სასწავლო წიგნები და სხვა საგანმანათლებლო მასალები გადასცა. ღონისძიება გაიმართა პროექტის "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.