საგზაო უსაფრთხოების წიგნები გალში მცხოვრები ბავშვებისთვის

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გალში მცოვრებ ბავშვებს საგანმანათლებლო და სახალისო წიგნები და ფილმები პროექტის "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" ფარგლებში გადასცა. იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლოთ საგზაო მოძრაობის ელემენტარული წესები. სასწავლო მასალა ასევე გალის სკოლის მასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.
პროექტი "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოში არსებული შვეიცარიის საელჩოს დახმარებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.