ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საერთაშორისო სამეფო ჯილდო მიიღო

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საგზაო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის "პრინც მაიკლის სახელობის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სამეფო ჯილდო" მიიღო. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ფონდმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორსა და მედიასთან.
ფონდმა დიდი წვლილი შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და საქართველოს მოსახლეობის კულტურის ამაღლებაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით. როგორც EASST-ის პარტნიორი, ფონდი რეგულარულად უზიარებდა ფონდის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ მასალებსა და გამოცდილებას EASST-ის პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა ყირგიზეთი, მოლდოვა, ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მადლობას უხდის საქართველოს სამთავრობო ინსიტუტებს, BP საქართველოს, USAID,  FIA Foundation-ს, EASST-ს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ესტონეთის მთავრობას, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებსა და სპონსორებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც გავარძელოთ მუშაობა ზემოთ აღნიშნულ პატნიორებთან,  რათა გავხადოთ გზები უსაფრთხო.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.roadsafe.com/news/article.aspx?article=1898
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.