წიგნის "ვმართოთ ველოსიპედი უსაფრთხოდ!" პრეზენტაცია

თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში წიგნის "ვმართოთ ველოსიპედი უსაფრთხოდ!" პრეზენტაცია გაიმართა ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მიერ. აღნიშნული წიგნის სწავლება გაგრძელდება ერთ თვეს, ხოლო შემდგომ ბავშვებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული გაკვეთილები სპეციალურად მოწყობილ საგზაო უსაფრთხოების მოედანზე.
წიგნში მოყვანილია როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები. ველოსიპედის სახელმძღვანელო შეიცავს საგზაო ქცევის, ველოსიპედის მოვლის,  მოხმარებისა და პარკირების წესებს. იგი გაფორმებულია რეალური სურათებით.
ერთთვიანი სწავლების შემდგომ ბავშვებს  საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ ველოსიპედის მართვის მოწმობები. მომავალში იგეგმება სასწავლო სახელმძღვანელოს ფართოდ გავრცელება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.