საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

12 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური სამოქმედო გეგმის" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" წარმომადგენლები, როგორც პროექტში მონაწილე მხარე.
"საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური სამოქმედო გეგმა" შემუშავბულია ტრასეკას "სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და უშიშროების" პროექტის ფარგლებში. გეგმის მიზანია ბენეფიციარ ქვეყნებში მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, რაც თავის მხრივ ტრასეკას დერეფნის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.