"მეგობრული გზების" პრეზენტაცია GDS-ზე

11 დეკემბერს, პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია GDS -ის შუადღის გადაცემაში "მიxერი" გაიმართა. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ და პროექტების კოორდინატორმა ლიკა მერაბიშვილმა ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრეს. პროექტი ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.
პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციის "ელვა" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.