"მეგობრული გზების" პრეზენტაცია რუსთავში

25 ნოემბერს, რუსთავში პროექტ "მეგობრული გზების" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილე სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო კლუბის წევრები დაინტერესტდნენ პროექტის განხორციელების ეტაპებით. მათ სურვილი გამოთქვეს მიიღონ საგზაო უსაფრთხოების შესახებ დეტალური ინფორმაცია და მეტი განათლება. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორია ღონისძიების მონაწილეებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში მათთვის სპეციალურ ტრეინინგებს მოაწყობდა. მან ასევე ისაუბრა ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრეს.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია პროექტის მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაცია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი მედიის ტვ 4-ის მიერ. სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია: ვიდეო

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.