ახალი გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა"

17 ივლისს "აფხაზეთის ხმის" ეთერში ახალი გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" გავა. გადაცემა მთლიანად მიეძღვნება საგზაო უსაფრთხოების საკითხს. "უსაფრთხო მოძრაობა" მომზადდება ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და  რადიო "აფხაზეთის ხმის" თანამშრომლობით.
გადაცემის "უსაფრთხო მოძრაობა" თემები შეირჩევა საგზაო უსაფრთხოების სფეროში განვითარებული აქტუალური მოვლენების მიხედვით. გადაცემის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური ანალიზი და საინტერესო ცნობები. გადაცემას ეყოლება სტუმრები, ასევე პირდაპირ ეთერში გავა სატელეფონო ზარები, წამყვანები გაეცნობიან გადაცემის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე (http://www.facebook.com/usaprtxomodzraoba) მოწერილ კითხვებსა და მოსაზრებებს.
გადაცემის "უსაფრთხო მოძრაობის" მიზანია მოხდეს საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" რადიო "აფხაზეთის ხმის" FM 98.9-ის პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს გავა. ასევე მომზადება სატელევიზიო ვერსიაც.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.