12 წლამდე ბავშვის ავტომობილის წინა სავარძელში დასმის აკრძალვის გავლენა ბავშვთა სიკვდილიანობასა და დაშავებულთა რაოდენობაზე

2013 წლის მაისში ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ჩაატარა კვლევა ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით. კვლევა ჩატარდა საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და თელავში. კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა საქართველოში არსებული პრობლემები 12 წლამდე ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით, გაგვეანალიზებინა ბავშვების ავტომობილის წინა სავარძელში დასმის უარყოფითი მხარეები და სხვა ქვეყნების გამოცდილება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 59.6%  მგზავრობს ავტომობილის წინა სავარძელზე, აქედან 15% ღვედის გარეშე.

კვლევის წაკითხვა 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.