ბავშვების შესახებ სოციალური ვიდეო რგოლის გადაღება პირველის არხის ეთერით გაშუქდა

21 აპრილს, პირველი არხის ეთერში გადაცემა "ევროვიზიის დღიურებში" გაშუქდა სიუჟეტი ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი სოციალური ვიდეო რგოლის გადაღების შესახებ. კლიპში ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ ბავშვების სიცოცლხეს გზებზე, არ დასვან ავტომობილის წინა სავრძლებში და გამოიყენონ  ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეცილური დამჭერი სავარძლები.
2012 წლის ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე საერთაშორისო ორგანიზაცია EASST-ის ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო. ანრი ჯოხაძეს საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა, რომელიც ფონდის წარმომადგენელმა ლიკა მერაბიშილმა გადასცა.
სოციალური ვიდეო რგოლი მზადების პროცესშია და მალე იქნება შესაძლებელი მისი ნახვა ჩვენს ვებ-გვერდსა და ქართულ ტელეარხებზე.

PS. სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://www.myvideo.ge/?video_id=1692403

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.