საგზაო უსაფრთხოების პროგრამის 2012-2013 სასწავლო წლის დასრულება

14 ივნისს მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების პროგრამის 2012-2013 სასწავლო წლის დასრულება  საზეიმოდ აღნიშნეს. ბავშვებმა ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული ტესტები, რის შემდგომაც ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მოსწავლეებს გადასცა ველოსიპედის მართვის მოწმობები და სამახსოვრო საჩუქრები. საპილოტე სწავლება  ქ. თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმდინარეობდა.საგზაო უსაფრთხოების პროგრამა შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. წლის დასაწყისში, ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დაურიგა საგზაო უსაფრთხოებისა  და ველოსიპედის მართვის სასწავლო წიგნები, რის მეშვეობითაც ბავშვებმა შეისწავლეს საგზაო უსაფრთხოებისა და ველოსიპედის მართვის მნიშვნელოვანი წესები. სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ პრაქტიული სწავლებები საგზაო უსაფრთხოების მოედანზე. მოედანი გასული წლის აპრილში გაკეთდა ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", ესტონეთის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით.ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ზემოთ აღნიშნული სასწავლო მასალა პირველ ექსპერიმენტულ სკოლას უფასოდ გადასცა. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ სკოლას შეუძლია მიიღოს სასწავლო მასალა და გამოიყენოს საგზაო უსაფრთხოების მოედნები პრაქტიული სწავლების ჩასატარებლად.   
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.