ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოები6სთვის" დირექტორი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ეწვია

 

15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია ქართველ პარლამენტარებთან ეკა ბესელიასთან, ირინა იმერლიშვილთან, დიმიტრი ხუნდაძესა და გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად დიდ ბრიტანეთს ეწვია. სამუშაო ვიზიტი პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" ფარგლებში შესრულდა. პროგრამა ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი იზორია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა, მათ გააცნო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხედვა და სამომავლო გეგმები. ფონდის დირექტორმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა "12 წლამდე ბავშვის ავტომობილის წინა სავარძელში დასმის აკრძალვის გავლენა ბავშვთა სიკვდილიანობასა და დაშავებულთა რაოდენობაზე" წარუდგინა. კვლევა გაზაფხულზე 4 თვის წინ ჩატარდა. ირაკლი იზორიამ იქ მყოფ ქართველ და ბრიტანელ პარლამენტის წევრებს ფონდის მიერ შემუშავებული საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების დოკუმენტი გააცნო.
პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს სწორად დაგეგმოს და განახორციელოს ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. ფონდი აქტიურად მუშაობს 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ კი კანონში ბავშვების ავტომობილში წინ დასმის აკრძალვისა და ბავშვთა სავარძლის გამოყენების შესახებ ცვლილებების შემუშავებაზე.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.