ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი გადაცემაში "უსაფრთხო მოძრაობა"

31 ივლისს "აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" გავიდა. გადაცემის თემა იყო ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება, ხოლო სტუმარი ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია.
გადაცემის მსვლელობისას საუბარი იყო 12 წლამდე ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ; ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევასა და მის შედეგებზე, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოებას ეხება. კვლევა ჩატარდა მაისში. ირაკლი იზორიამ  ასევე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბავშვთა განათლების მნიშნვნელობაზე, კერძოდ მან მიმოიხილა პროექტი "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის". აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით. ასევე პირდაპირ ეთერში გავიდა მოქალაქეების სატელეფონი ჩართვები; წამყვანმა და სტუმარმა გადაცემის ოფიციალური Facebook-ის გვერდზე მოწერილ კითხვებსა და მოსაზრებებს პასუხი გასცეს (https://www.facebook.com/usaprtxomodzraoba).
გადაცემის "უსაფრთხო მოძრაობის" მიზანია მოხდეს საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" ოთხშაბათს რადიო "აფხაზეთის ხმის" FM 98.9-ის პირდაპირ ეთერში,  ხოლო პარასკევს ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში გადის. აღნიშნული გადაცემა იყო მესამე. გადაცემები მზადდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და აფხაზეთის ხმის თანამშრომლობით.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.