საგზაო უსაფრთხოების მოედნის მშენებლობა მოსწავლეებისათვის თბილისში

2 ნოემბერს ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი "საგზაო მოედნების მშენებლობა ქართველი მოსწავლეებისათვის ესტონეთის მაგალითზე". პირველი საზაო უსაფრთხოების ცენტრის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება პრაქტიკული ტრნენგების საშუალებით, დავარწმუნოთ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები ყურადღება მიაქციონ საგზაო უსაფრთხოების სწავლების საჭიროებას სკოლებში,  და მოხდეს ველოსიპედების პოპულარიზაცია. ჩვენი ესტონელი პარტნიორების დახმარებით, საგზაო კამპუსი აშენდება ერთერთ ქართულ სკოლასა და საბავშვო ბაღში. კამპუსი აშენდება ესტონეთის მოედნის მაგალითზე, რომელიც ასახავს რეალურ საგზაო სიტუაციებს შესაბამისის აღჭურვილობით - საგზაო ნიშნებით, შუქნიშნებით, ველოსიპედის გზებითა და სხვა. საქართველოს სკოლის მოსწავლეები მიიღებენ გამოცდილებას, სხვადასხვა ტრეინინგების მეშვეობით, რომელიც მოეწყობა სკოლის საგზაო მოედნებზე. პროექტის ფარგლებში, დარიგდება შემდეგი საინფორმაციო მასალები დაწყებითი სკოლის ბავშვებში: საგზაო ანბანი, ველოსიპედისტების სახელმძღვანელოები, სერთიფიკატები: „მე ვარ კარგი ფეხითმოსიარულე“, ველოსიპედები და სხვა. გაკეთდება ფილმი, რომელიც გააცნობს ბავშვების ინფორმაციას საგზაო მოედნების მუშაობის შესახებ.  ცენტრი გაიხსბება 2012 წლის გაზაფხულზე. ათასობით ქართველ ბავშვს საშუალება ექნება უფასოდ აიმაღლოს ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების შესახებ და ასევე გაერთოს იქ არსებული აღჭურვილობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.