ანრი ჯოხაძე საგზაო უსაფრთხოების საპატიო ელჩი გახდა

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და საერთაშორისო ორგანიზაცია EASST-ის ინიციატივით ევროვიზიის 2012 წლის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე  ჩაერთო საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში. ანრის მიენიჭა საპატიო ელჩის წოდება, რომელიც ფონდის წარმომადგენელმა ლიკა მერაბიშილმა გადასცა.
ანრი ჯოხაძე გამოეხმაურა ბავშვთა უსაფრთხოების პრობლემებს საქართველოს გზებზე. მომღერალმა ჯოხაძემ გადაიღო სოციალური ვიდეო-რგოლი, რომელიც მშობლებს ურჩევს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვასა და მცირეწლოვანი ბავშვების გაფრთხილებას საკუთარ ავტომობილებში. ანრი მოუწოდებს მშობლებს არ დასვან ბავშვები ავტომობილის წინა სავარძლებზე და გამოიყენონ სპეციალური დამჭერი სავარძლები.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ნიკი ასევე EASST-ის საპატიო ელჩია და იგი აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოების კამპანიებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.