ჰაერის ხარისხის საზომი სენსორების დამონტაჟება დაიწყო

პროექტის "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფარგლებში, საცდელი სენსორული ჰაერის გამზომი აპარატები უკვე დამონტაჟდა. პირველ ეტაპზე, სენსორები ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", "ეკო ვიჟენისა" და "ელვას" ოფისებში განთავსდა. მალე აღნიშნული სენსორული აპარატები მთელ საქართველოს მოიცავს, რის მეშვეობითაც ჰაერის დაბინძურების დონე განისაზღვრება.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციების "ელვა" და "ეკო ვიჟენის" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.