ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ტელეარხ მაესტროზე

საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი მთავარი თემა ტელეარხ მაესტროზე იყო ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. გადაცემის სტუმარი იყო ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი  გელა კვაშილავა. მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ტრანსპორტის კუთხით, რომელიც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროს წარმოადგენს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ავტოპარკის განახლება, სუფთა ტრანსპორტის წახალისება საგადასახადო რეჟიმის შემსუბუქებით და ზოგადად, კანონმდებლობის დახვეწის გზით. მაგალითად, უნდა გაუქმდეს გადასახადები ჰიბრიდულ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დადგინდეს შეღავათიანი პირობები ეკოლოგიურად მეგობრული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. მთავრობამ უნდა მოახდინოს ფინანსების მობილიზება და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის პარკინგთან, ქვეითთა და ველოსიპედისთა გადაადგილებისთვის დაკავშირებული პირობების გასაუმჯობესებლად, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები. 

https://www.youtube.com/watch?v=cuf_Th568x8 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.