ჰაერის დაბინძურების პრობლემები მაესტროს დილის გადაცემაში

26 თებერვალს, ტელეკომპანია მაესტრომ დილის გადაცემაში განიხილა ჰაერის დაბინძურების დონე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. გადაცემის სიუჟეტში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელმა ლიკა მერაბიშვილმა ისაუბრა ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემებზე დედაქალაქსა და ჩვენი ქვეყნის  დიდ ქალაქებში.

გადაცემის მსვლელობისას, მაყურებელმა შეიტყო ჰაერის დაბინძურების მონაცემები ქალაქების მიხედვით, რომელიც პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფარგლებში შეგროვდა და გაანალიზდა. პროექტი ხორდიელდებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და პარტნიორი ორგანიზაციის „ელვა“ მიერ. ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ გვერდზე - www.haeri.ge

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.