ავტოსაგზაო შემთხვევების 6 თვის სტატისტიკა

წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიების დროს ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა.

კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს რეგისტრირებულია 180 გარდაცვლილი პირი, მათ შორის კახეთში – 22; ქვემო ქართლში – 19; შიდა ქართლში – 22; სამცხე-ჯავახეთში – 3; იმერეთსა და რაჭაში – 32; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 16; აჭარაში – 11; გურიაში – 2; თბილისში – 46; მცხეთაში – 7.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებაც ავრცელებს. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია 2557 ავტოსაგზაო შემთხვევა. მათ შორის კახეთში – 139, მცხეთაში – 75, ქვემო ქართლში – 204, შიდა ქართლში – 185, სამცხე-ჯავახეთში – 65, იმერეთსა და რაჭაში – 263, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 167, აჭარაში – 197, გურიაში – 16, თბილისში კი – 1246.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სულ 3635 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კახეთში – 188, ქვემო ქართლში – 319, იმერეთსა და რაჭაში – 388, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 269, აჭარაში -272, გურიაში – 24, თბილისში – 1609, მცხეთაში – 126, შიდა ქართლში – 306, სამცხე-ჯავახეთში კი – 134.

სტატისტიკის ნახვა

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.