შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსთან

პროექტ   „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“  ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი  ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსის უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის- EASST“-ის წარმომადგენელი კორინ ვაიბერტი და  საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის -FIA FOUNDATION-ის წარმომადგენელი მონალიზა ადაგარი, ფონდ ,, პარტნიორობა საგზაო  უსაფრთხოებისთვის’’ წარმომადგენლებთან ერთად სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსს მარი წერეთელს  შეხვდნენ, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუსაფარი ბავშვების კუთხით, თუ რა როლს ასრულებს სახელმწიფო და კონკრეტულად   სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტი მიუსაფარი ბავშებზე მზრუნველობაში ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო მაგალითები და სამომავლო გეგმები,  რადგან  ფონდ ,, პარტნიორობა საგზაო  უსაფრთხოებისთვისა’’ და  სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.