შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

8 ოქტომბრს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში, ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომელიც ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ჩაატარა გამგეობის შეხვედრა, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. სხდომაზე განხილული იქნა ორი ძირითადი საკითხი: უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კანონით დავალდებულების  და საგზაო უსაფრთხოების სკოლებში სწავლების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

სხდომაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ და ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა მხარი დაუჭირეს უსაფრთხოების ღვედების გამოყენების ინიციატივას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე და მზადყოფნა გამოთქვეს ზემოხსენებულ საკითხებში ფონდთან თანამშრომლობზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.