შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილესთან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ფონდის „პარტნიორორბა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია. გიორგი წერეთელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს არსებული საექსპლუატაციო პარამეტრების და მათ შორის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხებიც განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.