შეხვედრა პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის

28 მარტს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სამუშაო შეხვედრა პარლამენტის კომიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლი და საქართველოს პარლამენტის სხავდასხვა კომიტეტების აპარატის უფროსები, მოადგილეები და სპეციალისტები. შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეულნი იყვნენ ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია და პროექტის კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი.
ფონდის წარმომადგენლებმა 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, ავტომობილით მგზავრობის დროს ბავშვთა სპეციალური დამჭერი სავარძლის მნიშვნელობასა და 12 წლამდე ბავშვებისთვის ავტომობილის წინ დასმის აკრძალვაზე ისაუბრეს. ფონდი აქტიურად მუშაობდა 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ კი კანონში ბავშვების ავტომობილში წინ დასმის აკრძალვისა და ბავშვთა სავარძლის გამოყენების შესახებ ცვლილებების შემუშავებაზე. რაც საგზაო უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცვლილებით დასრულდა. 2014 წლის 1 მარტიდან ბავშვის წინა სავარძელზე დასმა ჯარიმდება 40 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მოაწყო ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. შეხვედრა გაიმართა პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" ფარგლებში, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს სწორად დაგეგმოს და განახორციელოს ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. პროგრამა ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.