შეხვედრა მედიასთან ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების თემაზე

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლებმა და თბილისში ვიზიტით მყოფმა  ჩვენმა  უცხოელმა პარტნიორებმა , საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (FIA Foundation) წარმომადგენელმა  მონალიზა ადიკარმა და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის – the EASST -ის წარმომადგენელმა  კორინ ვიბერტმა ​ “სითი კვირას”  ოფისში   გამართეს შეხვედრა მედიასთან  რომლის დროსაც  ფონდის წარმომადგენლებმა და უცხოელმა პარტნიორებმა    პროექტ   „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებძე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე   ​როგორც მათ “სითი კვირასთან” საუბრისას განაცხადეს, მთელს მსოფლიოში დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევებში 1000-ზე მეტი ბავშვი იღუპება, მილიონობით ბავშვი იღებს ტრავმას. ამ სატრანსპორტო შემთხვევების 90 პროცენტი ხდება განვითარებად ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა. გაეროს მიერ 2015 წელს დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნებიდან, მესამე და მეთერთმეტე მიზანი პირდაპირ უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას და ქვეყნების მთავრობების მიმართ რეკომენდაციებს მოიცავს, თვითონ მთავრობებზეა დამოკიდებული ამ მიმართულებით იყვნენ აქტიურნი და გაეროს მიერ დასახული მიზნები და ამოცანები გაითვალისწინონ.

https://www.youtube.com/watch?v=wgt1mScSvL4

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.