შეხვედრა კახა კალაძესთან

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე სატრანსპორტოს სფეროს ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა და დირექტორი ირაკლი იზორია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და ექსპერტთა მოსაზრებები მოისმინეს.

კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.