შეხვედრა თემაზე: პროგნოზირების ინსტრუმენტის გაცნობა და მისი გამოყენება საქართველოში საწვავის ეკონომიის საკითხის გასაუმჯობესებლად

27 მარტს, ქ. თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და CENN-ის  თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა, სადაც დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ავტოპარკის მონაცემების ანალიზი, გაკეთებული საწვავის ეკონომიის პროგნოზირების ინსტრუმენტის გამოყენებით. მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება როგორც საფუძველი საქართველოში საწვავის ეკონომიის საკითხის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის – "საავტომობილო საწვავის ეფექტიანობის პროგრამის ინიცირება საქართველოში და საწვავის ეკონომიის ინიციატივის (GFEI) განვითარება კავკასიაში" ფარგლებში, რომელიც საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის (GFEI) ნაწილია და წარმოადგენს პირველ ინიციატივას, რომელიც  სამხრეთ კავკასიის რეგიონში საწვავის ეკონომიის საკითხებზეა მიმართული.  პროექტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), ევროკავშირი (EU) და GFEI-ის პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი (ITF) და ავტომობილისტთა საერთაშორისო ფედერაციის ფონდი (FIA Foundation) უზრუნველყოფენ.
შეხვედრის მონაწილეებმა – სამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა –  განიხილეს პროგნოზირების ინსტრუმენტით მიღებული შედეგები, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდება საქართველოსთვის საწვავის ეკონომიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. კერძოდ, მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რამდენად მიზანშეწონილია პროგნოზირების ინსტრუმენტში წარმოდგენილი ამა თუ იმ პოლიტიკის ინსტრუმენტის საქართველოში გამოყენება. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.