შეხვედრა თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსთან

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა და შშმ პირი ესმა გუმბერიძე შეხვდნენ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ბატონ მამუკა მუმლაძეს. შეხვედრის მთავარი თემა ეხებოდა ავტობუსების მისაწვდომობას უსინათლო, მცირემხედველი და სხვა პირებისთვის, ავტოგაჩერებათა გახმოვანების აუცილებლობაზე. ბატონი მამუკას თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის თბილისში ახალი ავტობუსების შეყვანის პარალელურად იგეგმება უკვე გაჩერებების გახმოვანებაც. გაჩერებების გახმოვანება და გამოცხადების დამკვიდრება სასარგებლო იქნება არამხოლოდ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის, არამედ, მაგალითად, ასაკოვანი ადამიანებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, არ იცოდნენ, ზუსტად სად მიდიან და ვერ ორიენტირებდნენ ქალაქში, ჩათვლემილებისთვის, გადავსებულ ავტობუსში მყოფი მგზავრისთვის და სხვა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.