შეხვედრა თბილისის მერიაში

5 თებერვალს, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ოფიციალურად შეხვდა თბილისის მერიის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, ჩრდილოეთ კენტუკის მგზავრთა გადაყვანის სისტემა. პრეზენტაციას უძღვებოდა სერენა ბარკერი.

სერენამ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და ორგანიზაციის მუშაობის სისტემაზე. პრეზენტაციის დროს, განხილული იყო თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების დაცვისთვის წამახალისებელი პრემიები, სატრანსპორტო მოთხოვნის პროგნოზირება, გრძელ და მოკლე ვადიანი დაგეგმარება, ბიზნეს სექტორის საქმიანობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის გაზრდის კუთხით. პრეზენტაციას დაესწრო ქალაქ თბილისის მერი ბატონი ირაკლი ლეკვინაძე და მერიის ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.