შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატაში

ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელი ეკა ლალიაშვილი მიწვეული იქნა ამერიკის სავაჭრო პალატაში (AmCham) მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში არსებული ბიზნესის წარმომადგენლები რომელთაც ზემოხსენებული პალატა აერთიანებს.

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას, კერძოდ, უსაფრთხოების ღვედების მოხმარების მნიშვნელობას შეეხებოდა. ასევე, ფონდის მხრიდან მოხდა შეთავაზება სხვადასხვა კომპანიებისთვის, რომ საკუთარ სტრუქტურაში დანერგოს უსაფრთხოების ღვედების მოხმარება თანამშრომელებისთვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი არსებობს მოხდეს გაკონტროლება და აღსრულება. ზემოხსენებული რეფორმის გატარების შემთხვევაში, რომელიც უსაფრთხოების ღვედების გამოყენების დავალდებულებას გულისხმობს, კომპანია შეუერთდება ,,უსაფრთხოების ღვედების მატარებელთა კოალიციას“, რომელშიც გაერთიანებულები არიან: თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ტოიოტა კავკასია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, სასტუმრო ,,რადისონი“, UNA GEORGIA, CENN.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.