ქულათა სისტემის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ეთერში

რადიო თავისუფლების ეთერში,  გადაცემა ,,თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად”,   ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი  გელა კვაშილავა სტუმრობდა. საუბრის მთავარი თემა  საგზაო მოძრაობის კანონში შეტანილი ცვლილებები და ქულათა სისტემა გახლდათ.

გადაცემის მსვლელობისას გელა კვაშილავამ ქულათა სისტემის დადებით მხარეებზე იაუსაბრა, მან ასევე შეაფასა არსებული შედარებით გამოსწორებული მდგომარეობა გზებზე, რაც ქულათა სისტემის შემოღების შედეგად იქნა მიღებული. გადაცემის სტუმარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს რათა ქულათა სისტემა ბევრად უფრო ეფექტური გახდეს. საუბრისას, აგრეთვე, განხილულ იქნა თბილისში არსებული უმთავრესი პრობლემები: საპარკინგე ინფრასტრუქტურის  არქონა და საცობების გამომწვევი მიზეზები.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.radiotavisupleba.ge/a/tavisuplebis-erti-saati/28598016.html

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.