ქვეითების და მძღოლების პრობლემა "გადაცემა „რეალური სივრცე“

19 თებერვალს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელმა ქვეითების და მძღოლების პრობლემებზე ისაუბრა ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „რეალურ სივრცეში“.

გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ  თბილისის მერიისა და საკრებულოს, საპატრულო პოლიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების   წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და საგზაო უსაფრთხოების თემებით დაინტერესებული მოქალაქეები. ქვეითებისა და მძღოლების პრობლემებთან ერთად,  გადაცემაში ისაუბრეს პარკინგის პრობლემის, საგზაო და სატრანსპორტო სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ასევე, მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წლის ბოლომდე შეიცვლება ავტობუსები და გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა. 


სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.