ქართულ-ესტონური პროექტი

ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთი კვირის განმავლობაში მასპონძლობდა დელეგაციას ქალაქ ტარტუს პოლიციიდან. ვიზიტის ფარგლებში, ესტონელმა პოლიციელებმა ჩაუტარეს ტრენინგები ქართველ მოზარდებს. გაკვეთილების მთავარი თემა იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემები. პროექტში ,,ფეხითმოსიარულეთა ნორმების პოპულარიზაცია საქართველოში“ ჩართულია ზემოხსენებული ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრულო პოლიცია. იგი ხორციელდება თბილისი 4 საჯარო სკოლაში და პროექტი გულისხმობს პრეზენტაციების, სხვადასხვა ვიზუალური და ვიდეო მასალების საშუალებით მოზარდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაადგილდებოდეს ადამიანი გზაზე უსაფრთხოდ, როგორც ფეხითმოსიარულე, ასევე მგზავრი.

ვიზიტის განმავლობაში ესტონელი სტუმრები შეხვდნენ საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსს ბატონ გიორგი გრიგალაშვილს, რომელმაც სტუმრებს გააცნო ქართული პოლიციის მუშაობის პრინციპები და დაათვალიერებინა რეორგანიზებული პოლიციის განყოფილებები.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.