ქართველი მრბოლელები შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას #SaveKidsLives

6 აპრილს, ფონდთან  „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად, ქართველი მრბოლელები შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას #SaveKidsLives. მათ  ბანერებზე გამოხატეს თავიანთი მოწოდება და სურვილები ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებასთან  დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც მრბოლელებმა, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად,  გადაიღეს ფოტოები კამპანიისთვის.
2014 წელს, საქართველოში 21 16-წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 839 დაშავდა საგზაო შემთხვევის შედეგად. იმისათვის, რომ ეს რიცხვი შემცირდეს და დავიცვათ ბავშვები საქართველოს გზებზე, გლობალურ კამპანიაში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურადაა ჩართული, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები უფროსებს მოუწოდებენ დაიცვან საგზაო წესები, ხოლო სახელმწიფოს ლიდერებს სთხოვენ შექმნან ისეთი საგზაო პირობები, რომელიც მათ უსაფრთხო მოძრაობას  უზრუნველჰყოფს. მსოფლიოს ბავშვები  ერთ ვებ-გვერდზე www.savekidslives2015.org გაერთიანდნენ, სადაც საკუთარ ხელმოწერასა და მოთხოვნას ფოტოს ან ვიდეო სახით აფიქსირებენ. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.