ქალაქში არსებული ტროტუარები და სხვადასხვა პრობლემები

ტელეარხ ფორმულაზე გადაცემის „ქალაქობანა“ სტუმარი იყო ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია. გადაცემის მთავარი თემა ქალაქში არსებულ ტროტუარებს და დაგეგმარების სხვა პრობლემებს შეეხებოდა. ირაკლი იზორიას აზრით, ინფრასტრუქტურა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ თუ გზის მონაწილე შეცდომას დაუშვებს, ამ შეცდომით დამდგარი შედეგის სიმძიმეს შეძლებისდაგავარად დაბალი ხარისხის იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის პოლიტიკა აქტიურ მობილობას უჭერდეს მხარს. უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა ქვეითად და ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის და ამ ტიპის გადაადგილებას კერძო ავტომობილებით გადაადგილებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოთ.

https://www.youtube.com/watch?v=n6hp9TCnTxQ&t=311s

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.