ფოტოგამოფენა ,,დიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი“

სასტუმროში ,,ქორთიარდ მერიოტი“ ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით ირაკლი გედენიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა სახელწოდებით - ,,დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი“. ექსპოზიცია მოეწყო ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით მიმდინარეობდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის და პირველი ლედის ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსის მონაწილეობა ფოტოსესიაში. ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები. ისინი ერთხმად შეუერთდნენ აზრს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი საუკეთესო დამცავი საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ღონისძიების მონაწილეებმა მთელს საზოგადოებას მოუწოდეს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისკენ. ამასთან, გვინდა გაცნობოთ, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ღვედების გამოყენება ქალაქის გზებზეც გახდეს სავალდებულო.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.