ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხობისათვის" მოლდოველი პარტნიორები შეიძინა

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ახალი მოლდოველი პარტნიორები შეიძინა ორგანიზაცია "მოლდოვეთის საავტომობილო კლუბის" სახით. ფონდმა პარტნიორ ორგანიზაციას ყველა ის მასალა მიაწოდა, რაც გამოყენეულ იქნა საქართველოში ღვედების კამპანიის დროს.
ორგანიზაციამ "მოლდოვეთის საავტომობილო კლუბი"  მოლდოვეთში ღვედების სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირბეით კამპანია დაიწყო. მათი მიზანია კანონმდებლობის შეცვლა. მათ თვხოვნით მიმართვეს ფონდს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხობისათვის" მხარი დაეჭირა კამპანიისთვის, როგორც წარმატებულ ორგანიზაციას ღვედების კუთხით, რაზეც ფონდმა თანხმობა განუცხადა.
ფონდმა "პარტნირობა საგზაო უსაფრთხობისათვის" კლუბს გაუგზვანა ყველა მასალა ღვედების შესახებ, როგორიცაა წიგნების, სახელმძღვანელოებისა და ბროშურების ელექტრონული ვერსიები, ასევე ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების მასალები და ვიდეოკლიპები, სადაც ფონდის ყველა პარტნიორი და დონორი ორგიზაციის ლოგოებია განთავსებული. მოლდოველმა პარტნიორებმა მასალები მათ ენაზე თარგმნეს და დღესაც სატელევიზიო არხებზე ატრიალებენ.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.