ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პრეზენტაცია საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაზე

თბილისის მერიაში საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის ჯგუფის მიერ, რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საცობების აპლიკაციის პროექტს, როემლიც თბილისის მერიამ შეიმუშავა. შეხვედრაზე, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ პროექტის „მეგობრული გზების“ შესახებ ისაუბრა.

საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფი თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციისა და დარგობრივი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება, რათა გაუმჯობესდეს საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თბილისის მერიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების რეგულარულად გაგრძელდება, რათა მოხდეს სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა უკეთესი საგზაო გარემოს შესაქმნელად.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.