ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" კომპანია "BP"-ის გასართობ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

 

8 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, კომპანია "BP"-მ გასართობი ღონისძიება გამართა საკუთარი თანამშრომლების პატარებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებაში ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ყოველ წლიურად იღებს მონაწილეობას, როგორც კომპანია "BP"-ს პარტნიორი ორგანიზაცია.
ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" უზრუნველყო საგზაო უსაფრთხოების მოედნის მოწყობა შუქნიშნებით, საგზაო ნიშნებით, ველოსიპედებითა და სხვდასხვა საგზაო ატრიბუტიკით. მოედანზე ბავშვებს ველოსიპედის ტარების შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამისი დამცავი ზომების დაცვით. ფონდმა ბავშვებს დაურიგა სამახსოვრო საჩუქრები, რეფლექტორები და ფილმის "სახიფათო თამაშის" CD-ები, რომელიც ფონდმა მოამზადა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქართველი სპორტსმენი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, რომელიც წელს საზაფხულო ოლიმპიადზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ლუბა ჩაერთო საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და მხარი დაუჭირა კამპანიას ბავშვების უსაფრთხოების შესახებ.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.