ფონდის დირექტორი ტელეარხ მესამეზე

ტელეარხ მესამეზე გადაცემის „შუა დღე“ სტუმარი იყო ირაკლი იზორია, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი. მან ისაუბრა პარკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე. წარმოადგინა არსებული მდგომარეობა, მთავარი პრობლემები და მოქალაქეების დამოკიდებულებები მათდამი. ისაუბრა საპარკინგე ინფრასტრუქტურის, ზონირების სისტემის და ზოგადად პარკირების იმ მართვის მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობაზე, რომლებიც აპრობირებულია მოწინავე ქვეყნებში და უნდა მოერგოს ქართულ რეალობას. ირაკლი იზორიას აზრით, ასევე, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოწყობა.

https://www.facebook.com/watch/?v=2265363657084486
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.