ფონდის დირექტორი ტელეარხ იმედზე

ტელეარხ იმედზე გადაცემის „იმედის დღე“  ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგზაო შემთხვევების კუთხით. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს მათი რაოდენობა განსაკუთრებულადაა მომატებული. ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია თვლის, რომ საგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა და უნდა იქნეს მიღებული ზომები ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად. კერძოდ, მისი რეკომენდაციით აუცილებელია აღსრულების გამკაცრება, საჭიროა ქულები კანონდამრღვევ მძღოლებს ვიდეო კამერებით დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაშიც ჩამოაკლდეთ. https://www.facebook.com/SafedriveGeorgia/videos/10156330156170902/

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.