ფონდის დირექტორი საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე ტელეარხ რუსთავი 2-ზე

ტელეარხ რუსთავი 2-ზე გადაცემაში „სხვა შუადღე“ წარმოდგენილ იქნა სიუჟეტი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლის სტუმარიც გახლდათ ფონდის „პარტნიორბა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია. სიუჟეტი ეხება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემებს, რომელიც ართულებს გზაზე ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებას. პრობლემას წარმოშობს ზებრა გადასასვლელების არ არსებობა, მითუმეტეს მაღალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების პირობებში. 

https://www.myvideo.ge/v/3806573
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.