ფონდის დირექტორი რადიო პირველზე

რადიო პირველზე გადაცემა „ღია სტუდიის“ სტუმარი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, გიორგი გარდავასთან ერთად იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია. გადაცემის მთავარი თემა შეეხებოდა აზბესტის ხუნდების მიერ ჰაერის დაბინძურებას.  ირაკლი იზორიამ აღნიშნა, რომ აზბესტთან დაკავშირებული პრობლემა პირველად პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში გაჟღერდა. ისაუბრა კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც არ არსებობს ეტიკეტირება ხუნდების შემცველობასთან დაკავშირებით და ამასთან, აზბესტის შემცველი ხუნდები უფრო იაფი ღირს, რომელთაც ახასიათებთ სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, რაც თავის მხრივ საგზაო უსაფრთხობის შემაფერხებელი დეტალია და რაც მთავარია, ჰაერს აბინძურებს, რაც შორეულ პერსპექტივაში აუცილებლად იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებასა და გარემოს დაბინძურებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს აზბესტის  გარკვეული სახეების აკრძალვას, თუმცა აღსრულების პროცესი არც თუ ის ეფექტურია. მისი რეკომენდაციით, საჭიროა პრობლემის პრიორეტიზაცია,  კვლევების ჩატარება, კანონმდებლობის დახვეწა, მოსახლეობის ინფორმირება.

https://1tv.ge/audio/ghia-studia-ramdenad-wamlavs-haers-azbestis-samukhruche-khundebi/?fbclid=IwAR29kF4KpxAOIzpo5PTS8HGitwfDPKGJ1vTLgvgECQiBfVOYqoO5lIwprwU 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.