ფონდის დირექტორი რადიო იმედზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია იყო გადაცემის „საღამოს არხის“ სტუმარი რადიო იმედზე. გადაცემი მთავარი თემა იყო ზონალური პარკირება და საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობა. ირაკლი იზორიამ ისაუბრა პერიოდულ ტექნიკურ შემოწმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ყურადღება გაამახვილა, შესაბამისი ცენტრების და ხაზების ოპტიმალური რაოდენობის მნიშვნელობაზე. მისი რეკომენდაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა მიემაგროს ჭკვიან კამერებს, ამით გარდა იმისა, რომ აღსრულების პროცესი გაუმჯობესდება, პოლიციის ადამიანური რესურსის განიტვირთება. მნიშვნელოვანია აღსრულების გაუმჯობესება არამარტო საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ირაკლი იზორიამ ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლების საჭიროებაც.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.