ფონდის დირექტორი რადიო თავისუფლებაზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია ეკა ლალიაშვილთან ერთად იყო გადაცემა „დილის საუბრების“ სტუმარი რადიო თავისუფლებაზე. გადაცემის მთავარი თემა საგზაო უსაფრთხოებას და სტოკჰოლმში გამართულ საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალურ მინისტერიალს ეხებოდა. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მნიშვნელობაზე გლობალურ ჭრილში და წარმოადგინეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ბევრი ქვეყანა. განსაკუთებული ყურადღება გაამახვილეს საგზაო უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომის დეფიციტზე. ირაკლი იზორიას აზრით, მნიშვენელოვანია ქვეყანაში გაძლიერდეს საგზაო უსაფრთხოების მართვა ადამიანური და ფინანსური რესურსებით, რათა მივაღწიოთ მომდევნო ათლწეულის ახალ მიზანს - საგზაო შემთხვევების შემცირებას 50%-ით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.